loader

უბედური შემთხვევა წერეთელზე: ქვეითად მოსიარულეს ყვითელი მიკროავტობუსი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა წერეთელზე: ქვეითად მოსიარულეს ყვითელი მიკროავტობუსი დაეჯახა

წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი, #6 სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუა ხნის მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც "ინტერპრესნიუსსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.