loader

რატომ არ მოსწონს გუგული მაღრაძეს მონიკა ბელუჩის კადრი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ მოსწონს გუგული მაღრაძეს მონიკა ბელუჩის კადრი?

თამბაქოს მოხმარების აკრძალვის საკითხს კანონპროექტის ინიციატორი ეხმაურება. გუგული მაღრაძე კინოფილმებში სიგარეტის კადრების დაფარვის თემასაც გამოეხმაურა. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ სიგარეტის ეკრანზე გამოჩენა მაპროვოცირებელია. აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ უნდა შეზღუდონ ეს სფეროც. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ მის მიზანს წარმოადგენს, არ მოეწონოს ახალგაზრდა გოგონებს მსახიობ მონიკა ბელუჩის მიერ სიგარეტის მოწევის კადრები. კანონპროექტის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ფილმები, რომლებშიც მოწევა იქნება ასახული, იმ დროს შეიძლება გავიდეს, როდესაც მოზარდები არ უყურებენ. ამასთან, თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლის გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება.