loader

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე?"

დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს. "მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველნაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი, რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით", - ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში.
დეკანოზი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საკითხსაც ეხება და სვამს კითხვას, თუ რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი?

დეკანოზის წერილს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მათი ცნობით, დეკანოზის წერილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.