loader

9 აპრილის უნიკალური მასალა, რომელიც შსს-ის არქივმა გაასაჯაროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 აპრილის უნიკალური მასალა, რომელიც შსს-ის არქივმა გაასაჯაროვა

შსს-ს არქივმა წიგნი - "9 აპრილი" გამოსცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა.
წიგნის საშუალებით პირველად გასაჯაროვდა საქართველოს სსრ-ს უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის ფონდებში დაცული მასალები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, ასევე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი დაშიფრული დეპეშები, პლენუმისა და ბიუროს სხდომის და საგაზეთო ფონდის მასალები.
პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.