loader

რა ხდება რუსთაველზე, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსთაველზე, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება

მთელი ღამე 9 აპრილის მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მტავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, ეროვნული მოძრაობის მაშინდელმა წევრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.