loader

კიდევ ერთი სკანდალური დეტალი "ციანიდის საქმეში": დეკანოზი მამალაძე გველის შხამის მოპოვებასაც ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი სკანდალური დეტალი "ციანიდის საქმეში": დეკანოზი მამალაძე გველის შხამის მოპოვებასაც ცდილობდა

ე წ. ციანიდის სკანდალური საქმიდან კიდევ ერთი ხმაურიანი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "კურიერთან" აცხადებს, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ 2016 წლის აგვისტოში დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდა.

ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძისა და პროკურატურის მოწმის მიმოწერის და სატელეფონო საუბრების ექსპერტიზით დგინდება, რომ დეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნაში დახმარებას სთხოვდა. მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, გველის შხამის მოპოვება დეკანოზს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.