loader

პატრიარქმა სამების ტაძარში ბზა აკურთხა და მრევლი დალოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა სამების ტაძარში ბზა აკურთხა და მრევლი დალოცა

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდემა და უნეტარესმა ილია II -მ მოსახლეობას ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოილოცა და სამების საკათდრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლი ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მივიდა. ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგი ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ორშაბათიდან ვნების შვიდეული იწყება.