loader

აღდგომას ისრაელის საზღვარზე შემოწმება გართულდება - რა უნდა იცოდნენ ისრაელში წასვლის მსურველებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღდგომას ისრაელის საზღვარზე შემოწმება გართულდება - რა უნდა იცოდნენ ისრაელში წასვლის მსურველებმა?

აღდგომას ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული - საკითხთან დაკავშირებით ისრაელის ელჩი საქართველოში განცხადებას აკეთებს. ამის მიზეზად დიპლომატი იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ გამოიყენებენ. შაბთაი ცურის თქმით, თითოეული მოქალაქე ვალდებულია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას. 2016 წელს საქართველოდან ისრაელში 13 188 ტურისტი ჩავიდა, მათ შორის 3 700-მა თავშესაფარი მოითხოვა. ამას გარდა ელჩმა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგულაციაზეც ისაუბრა, რომელიც 17 აპრილს ამოქმედდება და რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხება. დიპლომატის განმარტებით, 10 მაისს გაიმართება ორი ქვეყნის საკონსულო სამსახურებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.