loader

გურჯაანში 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

ქალაქ გურჯაანში 27 წლის გ. ც-მ 24 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონამ დახმარების მიზნით პოლიციასაც მიმართა. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც მისი ცოლად შერთვა სურდა, გოგონას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მათივე თქმით, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. ოჯახის წევრები გოგონას ამ დრომდე ეძებენ.