loader

სერგეი ლავროვს ოკუპირებულ აფხაზეთში ყანწით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერგეი ლავროვს ოკუპირებულ აფხაზეთში ყანწით დახვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ჩავიდა. "სპუტნიკის" ინფორმაციით, მისი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება დახვდა რაულ ხაჯიმბას მეთაურობით, ასევე ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი - ღვინის ყანწით.

სერგეი ლავროვი აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სოხუმში სერგეი ლავროვი დღეს რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის, 19 აპრილს კი - სერგეი ლავროვისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება.