loader

როგორ გაჰყავთ თავის გატეხვის შემდეგ ოთარ კახიძე საავადმყოფოში - კადრები პარლამენტიდან მონტაჟის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაჰყავთ თავის გატეხვის შემდეგ ოთარ კახიძე საავადმყოფოში - კადრები პარლამენტიდან მონტაჟის გარეშე

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.

როგორც Palitravideo.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კახიძე რამდენიმე წუთის წინ კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოს მიმართულებით წავიდნენ.

დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ცნობით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი, გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.

ირაკლი აკობია, Palitravideo.ge  საქართველოს პარლამენტიდან