loader

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.
"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილის, დავით დოლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში 1 საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80-ლარიანი ჯარიმით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა.
აღნიშნული ფულადი სანქცია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზეა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით შენობა-ნაგებობიდან გარემოს დანაგვიანება - 100 ლარით ისჯება;

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი.