loader

მოქალაქეებმა პარლამენტში დათვის ბელი მიიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეებმა პარლამენტში დათვის ბელი მიიყვანეს

უჩვეულო ფაქტი პარლამენტში - მოქალაქემ საკანონმდებლო ორგანოში დათვის ბელი მიიყვანა.
როგორც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, მოქალაქეებმა თვენახევრის ბელი წყნეთი-ბეთანიის გზაზე იპოვეს.
მოქალაქის მტკიცებით, მისთვის თავშესაფრის მოძიების მიზნით ზოოპარკსაც მიმართა, თუმცა, უარი მიიღო.
საზოგადოებრივი ზოოპარკის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
როგორც ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში უარი ეთქვა. გურიელიძე აცხადებს, რომ კანონის შესაბამისად ზოოპარკი დათვის ბელს იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ აღნიშნულ საქმეში გარემოს დაცვის ინსპექცია ჩაერთვება.
მოქალაქემ დათვის ბელთან ერთად მისაღები მალევე დატოვა, ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა მისცეს თუ არა დათვის ბელს თავშესაფარი.