loader

აქცია ზუგდიდის საავადმყოფოსთან ექიმის დასჯის მოთხოვნით - გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია ზუგდიდის საავადმყოფოსთან ექიმის დასჯის მოთხოვნით - გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები, რომლებმაც ზუგდიდის საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ დააკავა. საავადმყოფოს შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა ზუგდიდის პოლიციასთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. გარდაცვლილის და, დედა, დეიდა და მეზობელი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მანამდე შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს შესასვლელი გადაკეტეს. ისინი ცირგაიას მკურნალი ექიმის დასჯას ითხოვენ. 19 წლის ახალგაზრდის დედის განცხადებით, მისი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ექიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის შემდეგ მიიღებენ.