loader

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის მცდელობამ. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ, რაზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს.
თბილისის მერიიდან აქციის მონაწილეებს განცხადებების დაწერა შესთავაზეს, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს. როგორც გარემოვაჭრეები აღნიშნავენ, მათ განცხადებას ყურადღებას არავინ მიაქცევს.

აქციის მონაწილეები ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის 6 თვით გადადებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ღამე ბაზრის ტერიტორიაზე გაათენეს, რადგან მათი დახლები არ აეღოთ.

ავტორი: მეგი ნარსავიძე