loader

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება წყნეთის ქუჩაზე - ინციდენტი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება წყნეთის ქუჩაზე - ინციდენტი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ოთხი პირი დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ინციდენტი მოხდა. მეზობლებმა საკითხის გარკვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.