loader

რატომ არ აზიარეს დეკანოზი მამალაძე? - რას უკავშირებს მეუფე პეტრე ამ ფაქტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ აზიარეს დეკანოზი მამალაძე? - რას უკავშირებს მეუფე პეტრე ამ ფაქტს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის უზიარებლობა არის სირცხვილი და ცინიზმი ეკლესიის მიმართ.

როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ისე გამოდის, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებს არ ენდობა ღვინისა და წმინდა ნაწილის შეტანის კუთხით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქედან გამომდინარე ხელისუფლების უნდობლობა უკავშირდება თუ არა იმას, რომ სასულიერო პირებმა ღვინისა და წმინდა ნაწილის ნაცვლად შესაძლოა სხვა ნივთიერება შეიტანონ, მეუფე პეტრემ უპასუხა - ”რა თქმა უნდა, ამას სხვა ახსნა არ აქვს”.