loader

საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა - ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა - ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

- სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა.