loader

"ეს არ არის განხილვა" - რატომ გაბრაზდა გიორგი ახვლედიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არ არის განხილვა" - რატომ გაბრაზდა გიორგი ახვლედიანი

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის მიმდინარეობისას ,,დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა უკმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით.
როგორც ახვლედიანმა სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს და არა პარლამენტარებმა ისაუბრონ კონსტიტუციის ცვლილებებზე.
„მოგვეცით დრო, რომ ჩვენი აზრიც დავაფიქსიროთ და არა სულ თქვენ ისაუბროთ. ეს არ არის განხილვა. პარლამენტი და პლენარული სესია ხომ არ არის ეს? პარლამენტის სხდომა თუ გინდოდათ, იქ გქონოდათ დებატები და მოსახლეობაც ტელევიზორიდან გიყურებდათ“, - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.



ავტორი: ირაკლი აკობია