loader

როგორ პასუხობს მამა სერაფიმე მოსკოვის ყოფილ მერთან შეხვედრის შემდეგ ატეხილ სკანდალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ პასუხობს მამა სერაფიმე მოსკოვის ყოფილ მერთან შეხვედრის შემდეგ ატეხილ სკანდალს

"თუ ჩვენს ქვეყანაში შემოუშვეს და ადამიანი წირვაზე მოვიდა, მეთქვა, აქედან წადი-თქო?" - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და ქანდაში წირვაზე დასწრებას. როგორც არქიმანდრიტი სერაფიმე სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წლებში არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი".