loader

ისტორიული კადრები - გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიული კადრები - გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა. აუდიენცია თეთრ სახლში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ტრამპთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. თუმცა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილი ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია. ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. პრემიერი შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.