loader

რა ჩვენება მისცა საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა, რომელსაც თითქმის მთელი დღე ჰკითხავდნენ - საქმის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩვენება მისცა საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა, რომელსაც თითქმის მთელი დღე ჰკითხავდნენ - საქმის ახალი დეტალები

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგს პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა ერთობლივად, ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ მიიღეს. 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვა დილის საათებიდან საღამომდე მომდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა, 3 შვილის დედის, დიანა ბერიძის რეალურმა მკვლელმა კი ის ხაფანგში გააბა. ბრალდებულის თქმით, ის და დიანა ბერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარე წლის იანვრის თვეში დამეგობრდნენ, მათ შორის მიმოწერა კი თებერვლის თვიდან დაიწყო. დაკავებულმა კატეგორიულად უარყო, რომ მსხვერლპთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობით შემოიფარგლებოდა.

38 წლის ანგიოქირურგის თქმით, დიანა ბერიძე ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკურ ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო მომენტში პაციენტმა განაცხადა, რომ ოპერაციაზე მისვლას გადაუდებელი შემთხვევის გამო ვერ ახერხებდა.