loader

დაპირისპირება პროფკავშირების აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება პროფკავშირების აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის

დაპირისპირება მოხდა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე. როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს აქციის მონაწილეები და პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები აქცია-მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფილარმონიის მიმართულებით მართავს.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძირითადი მოთხოვნებია მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევა.

ავტორი: ინგა მურუსიძე