loader

ვინ იყო პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

ხახუბიას ვაჟის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს:

"ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილ ბექა ხახუბიას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.


მოამზადა თიკო გურაშვილმა