loader

"შევარდნაძეების ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის დაინვალიდებაში" - მამათში შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევარდნაძეების ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის დაინვალიდებაში" - მამათში შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებენ

მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებენ. საქველმოქმედო ფონდ "ღვთის შვილების" ხელმძღვანელი გოგიტა მურცხვალაძე მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობას აპროტესტებს. "გთხოვთ ყველას! უარი თქვით ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე, გაერიდეთ ამ საძრახის და ცუდ საქმეს!" - ამ მოთხოვნით მურცხვალაძემ თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა.

მისი თქმით, სახლ-მუზეუმის მშენებლობა გერმანიის მხრიდან ფინანსდება. მურცხვალაძემ გერმანიის ელჩს შესაბამისი წერილით უკვე მიმართა და სთხოვა, რომ პროექტზე მუშაობა შეჩერდეს. პროტესტის მიზეზად კი ედუარდ შევარდნაძის მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს.

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი