loader

ჩხუბი, სამგლოვიარო გვირგვინები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები - რას მოჰყვა ხმაური ოზურგეთის საკრებულოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი, სამგლოვიარო გვირგვინები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები - რას მოჰყვა ხმაური ოზურგეთის საკრებულოში?

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე ოზურგეთის თემების საკრებულოს სხდომა ხმაურითა და ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" მხარს უჭერს თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებას. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ბიუჯეტი არ შეიცვლება და სისტემა უფრო ეფექტური გახდება. ამ ინიციატივას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება. ისინი მმართველ გუნდს საზოგადოების აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, თვითმმართველობა უნდა შენარჩუნდეს. სხდომას ოზურგეთის გამგებელიც ესწრება. მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს.