X
ახალი დეტალები პარლამენტარის ვაჟის გარდაცვალების შესახებ - რა მოხდა ავარიამდე?
16:51 / 18-05-2017
საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა.

დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა. გარდაცვლილ ბექა ხახუბიას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას გარდაიცვალა. "გამთენიისას საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია ა|მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს ა|მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.

ხაშურთან ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები", - წერს კუპრავა.

"კვირის პალიტრა", ოჯახის მეზობელზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, წერს: "როგორც ამბობენ, ბექა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იყო და გვიანობამდე სვამდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს დილით აუჩემებია, გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო. ნასვამ შვილს საავარიოდ და სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს და ირაკლიც შეწინააღმდეგებია, - ვერსადაც ვერ წახვალო! მოკლედ, მაინც ბექამ აჯობა, სახლიდან წავიდა... ამის დამნახავმა მამამისმა თურმე საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის მონაცემები გადასცა, რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც ზომები მიიღო, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებულები გახდნენ გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ.
ალბათ, იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ... ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუ არა ნამდვილად საპატრულო სამსახურის დევნისას, ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ საქმე ძიებისთვის გადაეცა მთავარ პროკურატურას და ინფორმაციაც იქ უნდა მოგვეკითხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ნათია სუხიაშვილს:
- ამ ეტაპზე მხოლოდ შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მართლაც პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. სულ ახლახან დაიწყო პროკურორმა მომხდარზე მუშაობა. შემიძლია გითხრათ მუხლიც, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, მოძრაობის წესების დარღვევითა და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით დანარჩენს ვერაფერს ვიტყვით. დასადგენია, რა მოხდა".

მოამზადა თიკო გურაშვილმა
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ნუ ზლიპინებ ერთი წინ და უკან!" - აჭარული ლექსიკონი დამსვენებლებისთვის
ჩამონგრეული შენობის ქვეშ ბავშვი გადარჩენილი იპოვეს - სასწაული კადრები, რომელებმაც ინტერნეტი აალაპარაკა
საუდის არაბეთის ქუჩებში მოკლე კაბით სეირნობისთვის გოგონა დააკავეს
"ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს" - ვანო ჯავახიშვილი ემზარ კვიციანის პოსტს ეხმაურება
კადრები ქორწილიდან, რომელიც შეგძრავთ - ვიდეომ ათასობით სალანძღავი კომენტარი დაიმსახურა
პარაშუტისტის სიკვდილი მისმა მეუღლემ გადაიღო
ზურაბ ნიჟარაძე დაქორწინდა - ვინ არის მსახიობის რჩეული
დაუმუშავებელი მასალა: რა ხდებოდა სასამართლოში, სანამ 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდებოდა