loader

სკანდალი: "ციანიდის საქმეში" ინტიმური ვიდეომასალა დევს? - ინფორმაცია, რომელსაც გაუგებრობა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი: "ციანიდის საქმეში" ინტიმური ვიდეომასალა დევს? - ინფორმაცია, რომელსაც გაუგებრობა მოჰყვა

ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა. პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას სთხოვს, მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა.

პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარისშემცველ ზარზეც გაამახვილა.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი უარყოფს, რომ საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეო დევს. როგორც წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატების მხრიდან უკვე არაერთხელ ხდება მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება და დამახინჯება.

წიკლაურის თქმით, საუბარია გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაციაზე, რომელიც არის საქმეში.