loader

"კანიბალიზმის საქმე" - 76 წლის ქალის სასტიკ მკვლელობასა და შეჭმაში ბრალდებული ჩვენების შეცვლას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კანიბალიზმის საქმე" - 76 წლის ქალის სასტიკ მკვლელობასა და შეჭმაში ბრალდებული ჩვენების შეცვლას გეგმავს

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელიას პირველი ჩვენება განპირობებული იყო მისი შეყვარებულის გადასარჩენად, ხოლო რადგან მას წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ბექა შენგელიამ რეალურ ფაქტებზე არ ისაუბროს.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ლუკა ჩიხლაძე დაიკითხა.