loader

ნინო ოძელაშვილის ემოცია, როცა ის ევროპის ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ოძელაშვილის ემოცია, როცა ის ევროპის ჩემპიონი გახდა

ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნინომ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.