loader

პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ კაფეში ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ კაფეში ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა

სოციალური ქსელით რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ კაფეში თორდიასთან ერთად იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. კადრების ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

ასევე იხილეთ: სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო გავრცელდა