loader

ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა, ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა და ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს - ლაშა თორდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა, ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა და ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს - ლაშა თორდია

ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნამდვილად თავად არის და 2016 წელს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.