loader

ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი - რას ჰყვებიან ახლობლები ელენე გოქაძის მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი - რას ჰყვებიან ახლობლები ელენე გოქაძის მკვლელობის შესახებ

თურქეთში წამებით მოკლული ელენე გოქაძე საქართველოში გადმოასვენეს.
თურქეთში მოკლული ელენე გოქაძე საქართველოში ჩამოასვენეს. ის ზესტაფონის დასახლება კვალითის მკვიდრია. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია და მას წამების კვალი აღენიშნება. თურქული მედიის ინფორმაციით, მოკლული ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს. გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელი მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ტრაპზონში დააკავეს. მოკლულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო. ელენე გოქაძე თურქეთში უკვე დიდი ხანია მუშაობდა და საქართველოში ოჯახს არჩენდა.