loader

"გარბიხართ? მესაუბრეთ, ბატონო დავით" - ელენე ხოშტარიასა და დავით ნარმანიას შორის შელაპარაკება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარბიხართ? მესაუბრეთ, ბატონო დავით" - ელენე ხოშტარიასა და დავით ნარმანიას შორის შელაპარაკება მოხდა

თბილისის მერ დავით ნარმანიასა და პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას შორის შელაპარაკება მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თბილისის მერი წყნეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდა, რა დროსაც მასთან ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა და პრობლემებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა. ელენე ხოშტარიას თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა დავით ნარმანიასთან სამუშაო ფორმატის შეხვედრის სურვილი, თუმცა ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა.

”დიდი ხანია გეძებთ ბატონო დავით. არაერთხელ მოგმართეთ პრობლემებზე სალაპარაკოდ. კამერების გარეშე ვცადე თქვენთან შეხვედრა და არ გამომივიდა. თქვენ ხართ ქალაქის მერი, წამობრძანდით გრიშაშვილზე და ერთად ვესაუბროთ მოსახლეობას. კამერების გარეშე”, - მიმართა ელენე ხოშტარიამ თბილისის მერს.