loader

რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, როცა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გზა გადაიკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, როცა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გზა გადაიკეტა

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით,
თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროს სადგურ "სამგორამდე",
ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.