loader

ვიდეოფაქტი თბილისის აეროპორტიდან: რამდენი ხანი უწევთ მგზავრებს ბარგის ლოდინი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი თბილისის აეროპორტიდან: რამდენი ხანი უწევთ მგზავრებს ბარგის ლოდინი?

საქართველოს აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრები ბარგის მიღების პროცესის გაჭიანურებას უჩივიან. მათი თქმით, ხშირად 1 საათი და შესაძლოა, მეტხანს ელოდებიან საკუთარი ჩანთების მიღებას.
Palitravideo.ge დაინტერესდა, არის თუ არა აეროპორტში ბარგის ჩაბარებისთვის განსაზღვრული რაიმე სტანდარტული დრო? და რა შემთხვევაში შეიძლება გაიწელოს პროცესი? ოფიციალური პასუხი აეროპორტების გაერთიანებიდან ვერ მივიღეთ, თუმცა სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ მგზავრებისთვის ბარგის მიღების პროცესი დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობასა და ბარგის სიმრავლეზე და რომ რაიმე სტანდარტული ან განსაზღვრული დრო ბარგის დარიგებისა არ არსებობს.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე