loader

ქუთაისში საქართველოს პატარა დროშის აღმართვით "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონი" დაირღვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში საქართველოს პატარა დროშის აღმართვით "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონი" დაირღვა

ქუთაისში საქართველოს პატარა დროშის აღმართვით საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონი დაირღვა. შესაბამის ჩანაწერს ვპოულობთ "ორგანულ კანონში საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ", სადაც წერია:

მუხლი #4
"საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის."

მუხლი #5
"სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად".

შეგხსენებთ, რომ ხმაური მოჰყვა ქუთაისში, "აია არენასთან" აღმართულ საქართველოს დროშას, რომელიც იქ აღმართულ სხვა ქვეყნების დროშებთან შედარებით, მცირე მოცულობისაა. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა კი საქართველოს დროშას მოცულობა დაუწუნა და განაცხადა, ჩვენი დროშა ადის პატარა ბავშვის კუ...სავით, სირცხვილიაო (ნახეთ ვიდეო), რასაც ინტერნეტში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნარიტა ჩხაიძე