loader

20-მდე დაშავებული ლომისობის დღესასწაულზე - მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20-მდე დაშავებული ლომისობის დღესასწაულზე - მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ

ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე 20-მდე ადამიანს მაშველებმა დახმარება გაუწიეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იქ მიმსვლელ მლოცველებს დახმარებას უწევდნენ.
მათივე ცნობით, მაშველები 20-მდე ადამიანს დაეხმარნენ, რომლებსაც ფეხი დაუცურდათ და მსუბუქი დაზიანება მიიღეს, "ზოგი უბრალოდ ცუდად ხდებოდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს".
როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე 65 მაშველი იმყოფება და იქ იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე ბოლო ადამიანიც კი არ დატოვებს სალოცავს.