loader

ვინ არიან აშშ-ში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები", რომლებიც რუს კრიმინალებთან კავშირისა და მკვლელობის საქმის გამო დაიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან აშშ-ში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები", რომლებიც რუს კრიმინალებთან კავშირისა და მკვლელობის საქმის გამო დაიჭირეს

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. დაკავებულ ქართველებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.
სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულები სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ, გარდა ამისა, მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროებდნენ.