loader

ყველაფერი, რაც "რ2"-ის კრიზისზე ვიცით: არხის შიდა გადანაცვლებები და წასულების სამომავლო გეგმები ერთ გრაფიკულ ვიდეოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი, რაც "რ2"-ის კრიზისზე ვიცით: არხის შიდა გადანაცვლებები და წასულების სამომავლო გეგმები ერთ გრაფიკულ ვიდეოში

სტატია განახლებადია:
რამდენიმე წუთში Palitravideo.ge შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს "რ2"-იდან. ბოლო ცნობებით არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ნარიტა ჩხეიძე ისაუბრებს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გავრცელებულ ხმებს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

თანამდებობა დატოვა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა. არსებობს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ნაწილს ხელფასი ორი თვის მანძილზე არ აუღია, ასევე კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს ხელფასები 5%-ით შეუმცირეს.

წუხელ ტელეკომპანიის შენობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. თითქმის ორსაათიან თათბირზე ტელევიზიის მენეჯმენტი შეიკრიბა, თუმცა მას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. შენობა უკომენტაროდ დატოვეს არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან გიორგი ლაფერაშვილი შეცვალა, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს. არსებული ინფორმაციით, ლაფერაშვილი ტელეკომპანიაში რჩება, თუმცა უცნობია, რა პოზიციაზე.