loader

დაკავებული რეპერების საქმე: ნარკოტიკების შეძენა-შენახვა თუ დაკავება კლიპში პოლიციელის გაშარჟებისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული რეპერების საქმე: ნარკოტიკების შეძენა-შენახვა თუ დაკავება კლიპში პოლიციელის გაშარჟებისთვის?

ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, თუ დაკავება კლიპში პოლიციელის გაშარჟებისთვის? - ჯგუფის birja mafia დაკავებული წევრი მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა, საქალაქო სასამართლომ რეპერი გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვა. დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება, თუმცა, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეო კლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება. ნარკოტიკული საშუალება კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, მგალობლიშვილს პოლიციელებმა ჩაუდეს. პროკურორი ლაშა გამყრელიძე კატეგორიულად გამორიცხავს ვიდეო კლიპის გამო მგალობლიშვილის დაკავებას. პროკურორის მტკიცებით, მგალობლიშვილს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და ეს არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. მგალობლიშვილის გარდა, მისი ახლობლების ცნობით, ასევე 7 ივნისს ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გიორგი ქებურიაც დააკავეს. ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.