loader

ავარია გლდანში: სატვირთო მანქანა ხუთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია გლდანში: სატვირთო მანქანა ხუთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

თბილისში, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაზიანდა ხუთი ავტომობილი.

როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: ნიკა საჯაია