loader

კადრები სან-ფრანცისკოდან, სადაც სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სან-ფრანცისკოდან, სადაც სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა

სან-ფრანცისკოში მომხდარი სროლების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. სროლის ხმა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაისმა. ამის შესახებ გამოცემა kron4.com იუწყება.

თავდამსხმელი დაჭრილია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და ნახეს, ადამიანები როგორ გამორბოდნენ UPS center-დან.

საავადმყოფოს პრესმდივნის ინფორმაციით, საავადმყოფოში დაჭრილები მიიყვანეს, მაგრამ მათი რიცხვი არ დაუკონკრეტებია.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაჭრილებს შორის სამართალდამცველები არ არიან. პოლიცია მოსახლეობას ამ რაიონში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს. იქ პოლიცია ჩხრეკას ატარებს. გადაკეტილია ინციდენტის ადგილამდე მისასვლელი გზები.