loader

მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა - მგზავრები სავენტილაციო ლუქებიდან ამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა - მგზავრები სავენტილაციო ლუქებიდან ამოიყვანეს

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.