loader

ვინ არის კანონიერი ქურდი, მეტსახელად „მანჩო ზუგდიდსკი“, რომელიც კიევში ახლახან დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის კანონიერი ქურდი, მეტსახელად „მანჩო ზუგდიდსკი“, რომელიც კიევში ახლახან დააკავეს

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

„სპეცსამსახურის ოპერმუშაკებმა კიევში „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენათა სფეროების გადანაწილების განსახილველად ჩამოვიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2014 წლიდან „მანჩო ზუგდიდსკი“ ოდესაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას უწევდა კოორდინირებას.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, ამ მომენტისთვის კანონიერი ქურდი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს.