loader

რა ხდება ამ წუთებში მთაწმინდის პარკში, კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მთაწმინდის პარკში, კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენამდე

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს 20:00-ზე მთაწმინდის პარკში წარადგენს.
კახა კალაძეს მერობის კანდიდატად პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

მთაწმინდის პარკში, სადაც ,,ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძეს წარადგენს, პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან, გამოყოფილი მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მოვიდნენ. მხარდამჭერებს ადგილზე კოორდინაციას სპეციალურ ფორმებში მყოფი ადამიანები უწევენ.
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი 20:00 საათზე წარადგენს.

ამ თემაზე Palitravideo.ge-ს ჟურნალისტი ნიკა საჯაია მუშაობს.