loader

კალაძე ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების მართვაზე: "გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძე ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების მართვაზე: "გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს"

გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას და მართავს მინისტრებს, ეს არის დიდი ტყუილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "იმედის დრო" სტუმრობისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას, თუ რა გავლენა აქვს მას დღეს ქართულ პოლიტიკაში და იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განმსაზღვრელი იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერად კახა კალაძე გაიმარჯვებს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ ერევა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს გამოიხატება მხოლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.