loader

ავარია სანაპიროზე: ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია სანაპიროზე: ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, არიან დაშავებულები. მათივე განცხადებით, ერთმანეთს ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი მოცურდა და მის უკან მდგომ მანქანას დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მომხდარი ავარიიდან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია.