loader

"ელიავას ბაზრობის თბილისის ზღვისკენ გადატანა იგეგმებოდა და დაზღვევა აღარ განვაახლე" - რას ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელიავას ბაზრობის თბილისის ზღვისკენ გადატანა იგეგმებოდა და დაზღვევა აღარ განვაახლე" - რას ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული

ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გია სულაქველიძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ ინფორმაციები ვრცელდებოდა.
როგორც სულაქველიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სწორედ ამის გამო არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა.
მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ სად და როგორ განთავსდებოდა ელიავას ბაზრობა. აქედან გამომდინარე, მოერიდა რისკებს და თავი შეიკავა დაზღვევის გახანგრძლივებისგან.
მოვაჭრეების ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება.


მარიამ მენაბდიშვილი