loader

"ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხიდან ყველა გამხმარია" - ალეკო ელისაშვილის პირდაპირი ჩართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხიდან ყველა გამხმარია" - ალეკო ელისაშვილის პირდაპირი ჩართვა

თბილისის ზღვასთან მდებარე ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხიდან, რომლის დარგვაში, მოვლასა და გახარებაშიც 2 მილიონი ლარია გადახდილი, აბსოლუტურად ყველა გამხმარია.
ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქ ლაივში“ საუბრობს.

„ნახეთ, როგორ იბრძვიან ეს საწყალი ჯოხები უპატრონოდ მიყრილები. დავით ნარმანიამ არაერთხელ თქვა, რომ მისი მილიონი ხის პროექტიდან 365 ათასი ხე თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში დაირგო და ლამის 100%-ით გაიხარაო. 2 მილიონი ლარია დახარჯული ამ ხეების დარგვასა და გახარებაში. შედეგად, ვითომ გახარებული, გამწვანებული 365 ათასი ხის ნაცვლად 365 ათასი გამხმარი ჯოხია. ასე იყრება ხალხის ფული ამ არარსებული და ტყუილი, ვითომდა პროგრამის შესაბამისად,“ - ამბობს ელისაშვილი.